2016 წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 15%-ით გაიზრდება

მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები ზრდას განაგრძობს.

სააგენტო Carat-ის მონაცემებით, 2016 წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 15%-ით გაიზრდება და მთლიანი სარეკლამო ბაზრის 27%-ს მიაღწევს.

კომპანიის პროგნოზით, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 29,3%-მდე გაიზრდება.

„ინტერნეტ რეკლამის ზრდა მეტწილად განპირობებული იქნება ონლაინ ვიდეო რეკლამისა და მობილური რეკლამის ზრდით. ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება სოციალური მედია რეკლამა“, - ნათქვამია Carat-ის კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2016 წელს მობილურ რეკლამაზე დანახარჯები 37,9% იქნება, ონლაინ ვიდეორეკლამაზე - 34,7%, სოციალურ მედიაზე - 29,8%, ბანერულ რეკლამაზე კი 11,6%.

კომპანია ZenithOptimedia-ს ცნობით, მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდას ხელს შეუწყობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რიოს ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.