რა კავშირია ონლაინკაზინოებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობას შორის?!

"როცა არ ვიცით, ვინ თამაშობს, ვის შეაქვს ფული სისტემაში და ვინ იგებს, ეს შეიძლება გახდეს ტერორიზმის, იარაღის, ნარკოტიკებით ვაჭრობის დაფინანს­ების ქმედითი არხი"

ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომელსაც კაზინო წამოიწყებს, აზარტული თამაშების ბიზნესის ქოლგის ქვეშ ერთიანდება და მოგების გადასახადისგან თავისუფალია(?!)

სწორედ იმის გამო, რომ ბოლო დროს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება ბევრი ტრაგედიის, დანაშაულისა და არაერთი თვითმკვლელობის მიზეზი გახდა, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ "პალ­იტრამედიამ" გადაწყვიტა, უარი ეთქვა საკუთარ მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე. ონლაინკაზინოებისთვის­ განსაზღვრული რეგულაციების დაწესების მოთხოვნას აქტიურად აყენებს "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა" ასოციაცია და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვასაც გეგმავს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. ხელისუფლებამ კი ეს საკითხი რატომღაც მიივიწყა...

ზურაბ კუკულაძე, "ახალგაზრდა­ ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაც­იის" ანალიტიკოსი: "მთავრობამ რამდენჯერმე სცადა სათამაშო ბიზნესის სფეროს დარეგულირება. ჯერ კიდევ 2013 წელს კობა დავითაშვილის საპარლამენტო ინიციატივაში აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვაზე იყო საუბარი, შემდეგ შს სამინისტროში განა­ცხადეს, რომ ონლაინთამაშების რეგულაციებზე იწყებდნენ­ მუშაობას და ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ონლაინთამაშები საზოგადოებისთვის საფრთხეს შეიცავს და რეგულაციების დაწესება აუცილებელია. თუმცა მას შემდეგ 3 თვე გავიდა და კონკრეტული ნაბიჯები არ დაგვინახავს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი