ზღვაში ჩაძირული ქონების საიდუმლო - ფოთის ნავსადგურში ჩაძირული გემები

ტბების, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე სხვადასხვა დროს ჩაძირული განძის მოპოვების სურვილი დღემდე არ ასვენებთ განძისმაძიებლებს.

ზოგს უმართლებს­ კიდეც. ცოტა ხნის წინ განძისმაძიებელმა ამერიკელმა ოჯახმა ფლორიდის ნაპირებთან ჩაძირული ესპანური გემიდან ოქროს სამკაულები და ფული ამოიტანა, რომელთა შორის უიშვიათესი ესპანური მონეტაცაა - "სამასწლოვანი სამეფო". განძის საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება. მათ შორის არის 12-მეტრიანი ოქროს ჯაჭვიც. რამდენიმე თვის წინ კოლუმბიაში 300 წლის წინ ჩაძირული ხომალდი "შან ჟოსე" იპოვეს. გემი 1708 წლის 8 ივნისს, იმ დროს ჩაიძირა, როდესაც ბრიტანულ სამხედრო გემებს გაურბოდა. ფსკერზე აღმოჩნდა მილიონობით დოლარის ღირებულების განძი: ფირუზი, ოქრო და ვერცხლი...

ჩაძირულ ქონებას საქართველოს წყლებშიც ეძებენ. ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფოთის აკვატორიაში სხვადასხვა დროს ჩაძირული გემების ამოღება და ჯართად გაყიდვა კი ხშირია. აქაურები ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში ფოთში, გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე, რუსული საზღვაო ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი