საბერძნეთმა თურქეთიდან ჩასული მიგრანტების უკან დაბრუნების პროცესი დაიწყო

საბერძნეთმა თურქეთიდან ჩასული მიგრანტების უკან დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ლტოლვილებით სავსე პირველმა ნავებმა საბერძნეთის სანაპიროები უკვე დატოვეს და თურქეთისკენ გაემგზავრნენ. თურქეთის მთავრობის განცხადებით, პირველი ნაკადის ფარგლებში ისინი 500 მიგრანტს ელოდებიან.

მიგრანტების უკან გაბრუნების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირმა და თურქეთმა გასულ თვეს მიაღწიეს. ამის მიზანს ევროპის მიმართულებით მასშტაბური მიგრაციის შემცირება წარმოადგენს. შეთანხმების მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ მიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთში არალეგალურად ჩადიან, რომლებსაც თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადება არ გაუკეთებიათ ან იმათ, რომლებსაც უარი უთხრეს თავშესაფარზე.

ამ დროისთვის საბერძნეთში ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული 50 000-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება.