Fitch - 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,2%-ს შეადგენს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB-" დონეზე, პროგნოზით "სტაბილური“ დაუდასტურა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა იქონია საგარეო შოკებმა და რუსეთში არსებულმა რეცესიამ.

"საქართველოს ექსპორტის 51%, 2014 წლის ბოლოს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე მოდიოდა, ფულადი გზავნილების 50% კი რუსეთზე. 2015 წელს საქართველოში ექსპორტი 23%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები კი 25%-ით შემცირდა, საიდანაც რუსეთში შემცირების 39% მოდის. მიუხედავად ნეგატიური ტრენდისა, 2015 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდამ კარგი შედეგი აჩვენა და 2,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთისგან საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია დაიწყო. საქართველოდან ექსპორტის 29% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 8% - თურქეთზე, 6% - ჩინეთზე, 5% კი აშშ-ზე“, - აღნიშნავს სარეიტინგო კომპანია.

Fitch-ის ცნობით, 2016 წელი კიდევ ერთი გამოწვევის წელი იქნება საქართველოსთვის.

„Fitch წელს საქართველოში 2,5%-იან, 2017 წელს კი 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის“, - ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე