პანამის არქივის საიდუმლოებანი: ვინ არის პუტინის საიდუმლო მფარველი?

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშაუალებებით გავრცელდა მასალები „პანამის არქივიდან“. ეს არის 11,5 მილიონი დოკუმენტი და 2,6 ტერაბაიტის ინფორმაცია, რომელიც პანამაში მომუშავე იურუდიულ ფირმა Mossack Fonseca-ს ეკუთვნის.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა,რომ აღნიშნულ კომპანიასთან კავშირები ჰქონდა 100-ზე მეტ ცნობილ ადამიანსა და პოლიტიკოსს ,მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის ვაჟს, ფეხბურთელ ლიონელ მესისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვას.

დოკუმენტები გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა მოიპოვა, რომელმაც გადასცა არქივი გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს. არქივის შესწავლაში მონაწილეობდნენ 107 მედიასაშუალების, მათ შორის BBC-ის, The Guardian-ის, „Новая газета“-სა და კორფუციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის ცენტრის წარმოადგენლები.

ერთ-ერთი პუბლიკაცია ეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოეს მეგობარ სერგეი როლდუგინს, რომელიც, გამოძიების თანახმად, ოფშორული კომპანიებისა და მილიარდობით დოლარის მფლობელია.

ვინ არის სერგეი როლდუგინი?

სერგეი როლდუგინი რუსეთის სახალხო არტისტი, პროფესორი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიოლონჩელისტია. როლდუგინი ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარი და პუტინის უფროსი ქალიშვილის ნათლიაა, რაც მისი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.

2014 წელს The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როლდუგინი ამბობდა, რომ ის ბიზნესმენი არ არის და მილიონებს არ ფლობს. მას ტყუილი არ უთქამს, რადგან სინამდვილეში მილიარდების მფლობელია.

პანამის არქივის გასაჯაროებამდე სერგეი როლდუგინის ქონებაზე არაფერი იყო ცნობილი გარდა იმისა, რომ ბანკ АКБ «Россия»-ში 3-%-ს ფლობდა. მაგრამ ჟურნალისტების ჯგუფმა გაარკვია, რომ მუსიკოსთან დაკავშირებული კომპანიები ოპერირებდნენ მილიარდობით დოლარით, ეს ოფშორები უზარმაზარი თანხებს იღებდნენ როტენბერგის ოჯახის, ბიზნესმენ სულეიმან ქერიმოვის, ბიზნესმენ ალექსეი მორდაშოვთან დაახლოებული სტრუქტურებისგან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოფშორების დღიური შემოსავალი ათობით მილიონი რუბლი იყო, როლდუგინთან დაკავშირებული კომპანიები საეჭვო გარიგებებს ახდენდნენ რუსული სახელმწიფო კომპანიების აქციებით, შემდეგ ამ სახსრების ინვესტირება ხდებოდა რუსეთში სტრატეგიული აქტივების შეძენითა და ვლადიმერ პუტინის ნათესავებისა და მეგობრების პირად პროექტებში ფულის დაბანდებით.

ოფშორული იმპერია

გამოძიების ფარგლებში რუსული გამოცემა «Новая газета»-ს რეპორტიორები ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ სერგეი როლდუგინს გაეუსაბრნენ და ოფშორული კომპანიების შესახებ დაუსვეს კითხვა.

ჟურნალისტების ცნობით, როლდუგინთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებს გარიგებები ჰქონდათ ისეთ სტრატეგიულ აქტივებთან, როგორიცაა "КАМАЗ", "АВТОВАЗ", რუსული სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე წამყვანი მოთამაშე "Видео Интернешнл".

როლდუგინმა განაცხადა, რომ ამ ბიზნეთან ჯერ კიდევ ე.წ. პერესტროიკამდე ჰქონდა კავშირი და შეჰპირდა ჟურნალისტებს, რომ რამდენიმე დღეში ამ საკითხზე უფრო დეტალურად გაესაუბრებოდა. თუმცა, "Новая газета"-ს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ოფშორები, რომელზეც იყო საუბარი, სინმადვილეში არა პერესტროიკამდე, არამედ 2006-2009 წლებში დარეგისტრირდა და 2014-15 წლამდე მოქმედებდა, რის შემდეგაც დაიხურა.

გამოძიებაში ფიგურირებს ოთხი კომპანია, აქედან ორი უშუალოდ როლდუგინს ეკუთვნოდა, დანარჩენი ორი კი მასთან დაკავშირებულ პირებთან.

კერძოდ, სერგეი როლდუგინი ფლობდა კომპანიას Sonnette Overseas  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან და International Media Overseas (IMO)-ს პანამიდან.

კომპანიების მიერ განხორციელებული გარიგებების თანახმად, ეს ოფშორები რაიმე უზრუნველყოფის გარეშე ასობით მილიონ აშშ დოლარს იღებდნენ კვიპროსულ RCB Bank-ისგან, სადაც დიდ წილს აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო ბანკი "ვითიბი", შემდეგ კი ამ თანხას ანაწილებდნენ სხვა კომპანიებს შორის, თანხის ნაწილი იხარჯებოდა რუსულ საწარმოებში აქციების მსხვილი პაკეტების გასაკონტროლებლად.

ყველა ეს კომპანია ერთი სქემის ნაწილი იყო: საქმეებს აწარმოებდნენ ერთი და იგივე პირები, დოკუმენტები იგზავნებოდა ერთი პაკეტით, ბევრ გარიგებას ხელი ეწერებოდა ერთსა და იმავე დღეს. კომპანიები ერთი ადგილიდან - ბანკ "Россия"-დან იმართებოდნენ.

ამ კომპანიებში როლდუგინის ინტერესებს წარადგენდნენ ბიზნესმენები სანკტ პეტერბურგიდან, ოლეგ გორდინი და ალექსანდრ პლეხოვი. ორივე მათგანი ბანკ „Россия“-სთან არის დაკავშირებული და Sandalwood Continental и Sunbarn Ltd-ს აქციონერი იყო.

როლდუგინის ფულის წარმომავლობა

Mossack Fonseca -ს მონაცემთა ბაზიდან მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, Sandalwood Continental -ის საბანკო ანგარიშების საერთო ბრუნვამ დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2009 წლის ანგარიშების თანახმად კი, კომპანიის აქტივების ღირებულება 18 მილიარდი რუბლი იყო.

სერგეი როლდუგინთან დაკავშირებული ოფშორების დაფინანსების წყაროებს ჟურნალისტები სამ ჯგუფად ყოფენ:

1. რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების,"როსნეფტი" და "გაზპრომის" აქციებთან დადებულ ი საეჭვო გარიგებები

2. მსხვილი რუსი ბიზნესმენების „შემოწირულობა“

3. საშეღავათო სესხები კვიპრორის RCB Bank-სგან.

ვაჭრობა აქციებით

Mossack Fonseca-ს მონაცემთა ბაზის თანახმად, სერგეი როლდუგინთან დაკავშირებული კომპანიები საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდნენ. მაგალითად, აქციებს რუსული საწარმოებისგან ყიდულობდნენ, მეორე დღეს კი აქციების ამავე პაკეტს გუშინდელ მფლობელზე ყიდიდნენ, მაგრამ უზარმაზარი სხვაობით და შედეგად 400-500 ათასი აშშ დოლარს იგებდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბანკები ამ საეჭვო ტრანზაქციებზე არ რეაგირებდნენ, რადგან, მუსიკოსის კუთვნილ კომპანიებს ფული რუსული ბანკების საზღვარგარეთ მოქმედ შვილობილ ბანკებში ჰქონდათ განთავსებული, რომლებიც, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კლიენტების შემოწმების პროცედურას ყურადღებით არ ატარებდნენ.

მაგალითად, როდესაც 2014 წელს როლდუგინის კომპანია IMO-მ ანგარიში „Газпромбанк“-ის შვეიცარიულ ფილიალში გახსნა, სერგეი როლდუგინმა, როგორც ბენეფიციარმა მიუთითა, რომ მას პოლიტიკური კავშირები არა აქვს, მაშინ როცა ყველასთვის იყო ცნობილი, რომ ის პუტინის უახლოესი მეგაბარია. შვეიცაირული კანონებით, ეს პირდაპირი დარღვევა იყო.

ბიზნესმენების შემოწირულობები

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ასევე გაირკვა, რომ მსხვილი რუსი ბიზნესმენები სერგეი როლდუგინის კომპანიების სასარგებლოდ აკეთებდნენ შემოწირულობებს.

მაგალითად, 2007 წლის ივლისში როლდუგინის კომპანიამ „Levens Trading“-ის ოფშორისგან წლიური 2%-ით 6 მილიონი აშშ დოლარის ვალი აიღო, ორ თვეში კი როლდუგინს ვალი 1 დოლარად აპატიეს.

საბანკო კრედიტები

როლდუგინის ოფშორული ჯგუფის დაფინანსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო კვიპროსული RCB Bank-ის კრედიტები, რომელსაც რუსული სახელმწიფო ბანკი "ვითიბი" აკონტროლებდა. დოკუმენტების თანახმად, როლდუგინის კომპანია Sandalwood Continental-ვის 2010-12 წლებში გაიხსნა 650 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი, რაც ნიშნავს, რომ ოფშორს კვიპროსული ბანკიდან უზარმზარი თანხების გამოტანა ნებისმიერ მომენტში შეეძლო. საინტერესოა, რომ საკრედიტო შეთანხმებების უმრავლესობაში არანაირ უზრუნველყოფაზე საუბარი არ არის.

რაზე იხარჯებოდა ფული?

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თანხმების ნაწილი, რომლის აკუმულირებაც ოფშორებში ხდებოდა, რუსეთში ინვესტირებაზე იხარჯებოდა. თანხების ერთი ნაწილით ხდებოდა ძვირად ღირებული იახტების, კურორტებისა და რეზიდენციების აშენება.

მაგალითად, 2011 წელს სერგეი როლდუგინთან დაკავშირებულმა კომპანია Sandalwood Continental-მა 200 მილიონი რუბლის ოდენობის ორი სესხი რუსულ ფირმა „Озон“-ს გასცა წლიური 1%-ით. 2012 წელს „Озон“-მა ლენინგრადის ოლქში მიწის უზარმაზარი ნაკვეთი შეიძინა, სადაც დღეს სამთო-სათხილამურო კურირტი „იგორა“ მდებარეობს.

შარშან "როიტერი" წერდა, რომ 2013 წლის თებერვალში კურორტზე ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის კატერინა ტიხონოვას ქორწილი გადაიხადეს.

თანხების მეორე ნაწილით ხდებოდა სტრატეგიული აქტივვების შეძენა.

ჟურნალისტები წერენ, რომ როლდუგინთან დაკავშირებულ იოფშორულ კომპანიებს რუსეთის უმსხვილეს საწარმოებში ჰქონდათ წილები. მაგალითად, რუსეთში სატელევიზიო რეკლამის უმსხვილესი კომპანიის, „Video International“-ის ((Vi) ) აქციების 20% კვიპროსულ კომპანია Med Media Network-ს ეკუთვნის.

Mossack Fonseca-ს 2010 წლის დოკუმენტების თანახმად, ამ უკანასკნელი კომპანიის ერთადერთი აქციონერი International Media Overseas -ის ოფშორია, რომლის ბენეციარიც სწორედ სერგეი როლდუგინია.

ჟურნალისტები წერენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, სინამდვილეში კი, როლდუგინთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებს რუსეთის სტრატეგიული საწარმოების აქციების უმსხვილესი პაკეტების მართვაზე პრივილეგია ჰქონდათ და ამ პაკეტების შესაძენად მიზერულ თანხას იხდიდნენ.

კრემლის რეაქცია

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე კრემლში კატეგორიული უარი თქვეს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გამოძიებას „პრეზიდენტზე თავდასხმა“ უწოდა და მოსაზრება გამოთქვა, რომ გამოძიებაში არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ „სხვა ორგანიზაციებისა და სამსახურების წარმომადგენლებიც“ მონაწილეობდნენ. „ჩვენ ამას შეკვეთად ვთვლით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.