ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება

თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება.

როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შემოღობილია.

,,GIZ-ის გრანტით იწყება დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა, რასაც მოჰყვება ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა.

ზოოპარკის კონცეფცია ,,არუპ ჰასელის” მიერაა მომზადებული. რაც შეეხება სქემას, მასზე ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ერიკ ფონ ფლიტმა იმუშავა”,  - განაცხადეს მერიაში.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ახალი ზოოპარკის სამუშაოებისთვის დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარია საჭირო.

სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე