წარმატებული ფერმერის ფორმულა

"ჩემთვის ეს მეურნეობა მთელი ცხოვრებაა"

"დილით ადრიანად ვდგები და ტრანსპორტით ხალხი სამუშაოზე მიმყავს... მერე ყველა ბაღში უნდა მივიდე, ყველაფერი დავათვალიერო და ამასობაში ღამდება კიდეც"

სოფელი ბრეთი ქარელის მუნიციპალ­იტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე­ ფრონეს მარცხენა ნაპირზე ზღვის დონ­იდან 710 მეტრზე მდებარეობს. სოფლის დიდი ხნის ისტორიაზე მეტყველებს VI საუკუნის ტაძარი, რომელიც ცამეტი ასურელი მამისგან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა ააგო... ბრეთი ოდითგანვე საუკეთესო ადგილი იყო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განსავითარებლად და განთქმული იყო კიდეც მეხილეობა-მებ­ოსტნეობით. ამ სოფლის მკვიდრი მიხეილ ედილ­აშვილი 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის წარმატებულ ფერმერად დაასახელა.

თავდაპირველად, მიხეილ ედილაშვ­ილს მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეფორმით გადაცემულ 1,25 ჰა მიწის ნაკვეთზე 1-წლიანი კულტურები მოჰყ­ავდა. დღეს კი უკვე 39 ჰექტარი მიწის მფლობელია. აქედან 30 ჰა მრავალწლიანი კულტურებისთვისაა (ვაშლი, ქლიავი), დანარჩენი კი ბოსტნეულს უკავია, აქვს სამაცივრე მეურნეობაც.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად