„ონლაინ საკრედიტო კომპანიები საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მეტად აღიქმებიან, როგორც „მინი მევახშეები“

ბოლო რამდენიმე წელია, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებმა აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიით ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოიცვეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოში, შრომისუნარიანი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება, სავსებით ბუნებრივია, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების და მსგავსი ტიპის საკრედიტო ინსტიტუციების მომხმარებლების ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში გაპრობლემდა. რეალურად რამ განაპირობა აღნიშნულ ორგანიზაციებზე მსგავსი დამოკიდებულება მომხმარებლების მხრიდან, – ამ საკითხთან დაკავშირებით პიარსაკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, გივი ხაჭაპურიძე გვესაუბრება.

– რას უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ონლაინ სესხებზე საკმაოდ მძაფრი მოთხოვნაა, ეს არის ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების წარმატებული მარკეტინგული კამპანია, თუ ის, რომ ქვეყანაში ფულზე დიდი მოთხოვნაა?

– ეს არის წარმატებული მარკეტინგული კამპანია, რომელმაც განაპირობა ამ პროდუქტზე მოთხოვნის გეომეტრიული სისწრაფით ზრდა. სწორი გათვლაა, ბაზარს ის პროდუქტი თუ მომსახურება მიაწოდო, რაზეც მოთხოვნა არსებობს. გაჩნდა პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადია და ასე იქნება მუდამ. თუმცა, მათ სტრატეგიაში ცვლილებების აუცილებლობა უკვე დგას.

– რა სტრატეგიებს მიმართავენ აღნიშნული ორგანიზაციები მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს?

– დროზე მორგებული სტრატეგიაა. მიიღე ფული მარტივად და სწრაფად. ამ მესიჯის ტირაჟირება იმდენად ინტენსიურია, რომ ფარავს ყველა თანმდევ პროცესს. ონლაინ საკრედიტო კომპანიები მიმართავენ ინტენსიურ სარეკლამო კამპანიას, რომელიც არის გაყიდვებზე ორიენტირებული. PR სტრატეგია, რომელიც რეალურად კომპანიის იმიჯზე უნდა ზრუნავდეს, ვერ ვხედავ. კომპანიები წარმოდგენილები არიან თითქმის ყველა მედია საშუალებაში, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში, რადგან თანხის სესხება ონლაინ კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობაში (თუ უმნიშნელო გამონაკლისს არ ჩავთვლით) შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით. მაქსიმალურად არის გამოყენებული ინტერნეტ მარკეტინგი, მაგრამ საზოგადოებასთან მათი კომუნიკაციის ხარისხი დაბალია.

განაგრძეთ კითხვა

იზი ალადაშვილი

"ბანკები და ფინანსები"