აზერბაიჯანში დოლარში კრედიტების გაცემა შეაჩერეს

აზერბაიჯანის ბანკებმა დღეიდან ერთი თვის განმავლობაში სამომხმარებლო კრედიტის უცხოურ ვალუტაში გაცემა შეაჩერეს.

ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლის ნიგიარ მამედოვას განცხადებით, უცხოურ ვალუტაში სამომხმარებლო კრედიტის ხვედრითი წილის ზრდის ფონზე, მომავალში კრედიტორებს პრობლემები შეექმნებათ.

4 აპრილს აზერბაიჯანული მანათი გასული წლის დეკემბრის მინიმუმამდე დაეცა. დღევანდელი კურსით ერთი დოლარი 1,51 აზერბაიჯანული მანათი ღირს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე