დავით ნარმანიას მივლინებებში დახარჯული 50 000 ლარი ”დიდ თანხად” არ მიაჩნია

სამი თვის განმავლობაში მივლინებაში 50 000 ლარის დახარჯვას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დიდ თანხად არ მიიჩნევს. დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ”მედიატორის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მერიაში ბოლო სამი თვის განმავლობაში სამივლინებო ხარჯებს ეხება.

„სასაცილოა ეს ყველაფერი. სამი თვის განმავლობაში მთლიანად ამხელა სტრუქტურისთვის მივლინებებზე 50 000 ლარამდე თანხის დახარჯვა, ნამდვილად არ არის დიდი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე