ჰაკერებმა თურქეთის 50 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს

The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერებმა ინტერნეტში თურქეთის 50 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს.

როგორც euronews.ge წერს, ჰაკერების მსხვერპლთა შორის თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აბდულა გიული, ასევე პრემიერი, აჰმედ დავუთოღლუც არიან.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/4284