ბიზნეს ლიტერატურის წიგნები, რომლის მოგების შანსსაც „პალიტრა L”-ის გათამაშება გაძლევთ

გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია - გამომცემლობა „პალიტრა L”-ის გრანდიოზული გათამაშება გრძელდება. ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წიგნები, ვისაც უყვარს მოგება ან უბრალოდ სიურპრიზები, 25 მაისის ჩათვლით შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს - 200 000 წიგნი, იაპონური ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში 2 კაცზე , 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, აიფონ 6s .

გათამაშების ფარგლებში თამაშდება წიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან როგორებიც არის „100 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ“, „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული“, „ბიზნესის გენია“, ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები,საბავშვო ლიტერატურა და სხვა, ასევე წიგნები ბიზნესის, მენეჯმენტისა და მართვის შესახებ: „მართვის ახალი გეომეტრია“, „მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის“ , „ორგანიზაციული პერპეტუმობილე“, ასევე წიგნები „ბიზნეს გენიის“ სერიიდან - მარკ ცუკერბერგი, სტივ ჯობსი და უოლტ დისნეი.

თვითგანვითარება ბიზნესმენის ცხოვრების მთავარი ნაწილია. ნებისმიერი დამწყები მეწარმისთვის და მომავალი ბიზნესმენისთვის ბიზნეს ლიტერატურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის განვითარებაში. ეს არის წიგნები, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს. „პალიტრა L”-ის გათამაშება უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, გაიმდიდროთ თქვენი ცოდნა ბიზნესის სფეროში და თქვენი ბიზნეს-ბიბლიოთეკა გათამაშებაში მოგებული ბიზნესლიტერატურის სერიის შემდეგი წიგნებით გაამდიდროთ:

მართვის ახალი გეომეტრია (სინერჯი ჯგუფის წიგნები)

წიგნი წარმოადგენს ბიზნეს-ანალიტიკური ჟურნალის - „სტრატეგია და ორგანიზაცია“ - საუკეთესო სტატიების კრებულს მენეჯმენტის თემაზე. ის განკუთვნილია როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სამთავრობო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. წიგნი ასევე რეკომენდირებულია იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს თემა უბრალოდ საინტერესო ან/და მნიშვნელოვანია.

მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის - (სინერჯი ჯგუფის წიგნები)

წიგნში მოხვედრილი სტატიები შესულია „სინერჯი ჯგუფის წიგნების“ სხვადასხვა კრებულში. მასში მოცემული თემები და საკითხები ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მრავალწლიან გამოცდილებასა და მსოფლიოს უახლეს მიგნებებს ამ სფეროში, რასაც ავტორთა ჯგუფი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა და აანალიზებდა.

ორგანიზაციული პერპეტუმობილე (სინერჯი ჯგუფის წიგნები)bpn

"ორგანიზაციული პერპეტუმობილე" "სინერჯი ჯგუფის წიგნების" სერიის მე-6 წიგნია.

მენეჯერებისთვის "სინერჯი ჯგუფის წიგნები" ერთგვარი სამაგიდო კრებულია, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიური და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში. ამასთანავე, ეს არის საუკეთესო საჩუქარი მათთვის, ვისაც წარმატებასა და წინსვლას უსურვებთ.

მარკ ცუკერბერგი - წიგნი 2 (ბიზნესის გენია)

სერიის ამ ტომში მოთხრობილია Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის შესახებ. რამ „აიძულა“ ახალგაზრდა ცუკერბერგი შეექმნა „ფეისბუქი“, სადაც მსოფლიოს მოსახლეობას თავი მოუყარა და რა კავშირი აქვს ამას მისი სიყვარულის ისტორიასთან - ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით მარკ ცუკერბერგის საინტერესო ისტორიის წაკითხვისას.

სტივ ჯობსი - წიგნი 1 (ბიზნესის გენია)

„გამომცემლობა პალიტრა L“-ის წიგნების სერიის – „ბიზნესის გენია“ ერთ-ერთი ტომი თანამედროვეობის ერთ-ერთ გენიას, ლეგენდარულ სტივ ჯობსს ეთმობა.

სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.

უოლტ დისნეი - წიგნი 3 (ბიზნესის გენია)

„ბიზნესის გენია“-ს მესამე ტომში მოთხრობილია უოლტ დისნეის შესახებ. მსოფლიოში ცნობილი მულტიპლიკატორი ბავშვობაში სიღარიბეში ცხოვრობდა, თუმცა იმედს არასოდეს კარგავდა და ოცნებობდა, რომ ოდესმე სახელგანთქმული მხატვარი გახდებოდა, გადაიღებდა მულტიპლიკაციურ ფილმებს და ააშენებდა ისეთ გასართობ ცენტრს, სადაც ყველა იმხიარულებდა... მან ოცნება რეალობად აქცია... გზა ოცნებიდან მის ასრულებამდე - რთული იყო, წარმატებას თან სდევდა მარცხი, თუმცა უოლტ დისნეი ყოველ გამოწვევას ახალი იდეით უპირისპირდებოდა და ჯიუტად განაგრძობდა ზღაპრული სამყაროს შექმნას. წიგნი შესაძლებლობას გაძლევთ იმოგზაუროთ უოლტ დისნეის ზღაპრულ სამყაროში.

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია: მკითხველი 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20 ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნებზე) ადგილზე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკს გადასაფხეკ ველს, მოიგებს გარანტირებულ პრიზს, წიგნს, აგრეთვე შეავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6 s.