როგორ მალავდნენ მსოფლიოს ლიდერები ფულს ოფშორებში - The Panama Papers

მსოფლიოს უმსხვილესი მედია გამოცემებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია მოსაკ ფონსეკას ეკუთვნის. ჟურნალისტური გამოძიება, სახელწოდებით "პანამა ფეიფერსი" პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარდა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ მოსაკ ფონსეკა რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა გერმანულ გამოცემა "ზიუდოიჩე ცაიტუნგს", რომელმაც თავის მხრივ, ისინი მიაწოდა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს და 78 ქვეყნის 107 მედიასაშუალებას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე