ევროკავშირი გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებისთვის ტექნიკური ზომების დაწესებას აპირებს

ევროკავშირი გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებისთვის ტექნიკური ზომების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ამგვარად ევროკავშირის მიზანს მიგრანტების ნაკადის შემცირება და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პარიზსა და ბრიუსელში მასშტაბური ტერაქტები მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, აღნიშნულმა თავდასხმებმა აუცილებელი გახადა ევროკავშირის საზღვრის გაძლიერება და უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.