საქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო

საქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, შემოწმების მიზანია საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობაში მოყვანა.

„საზღვაო ნავსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ტვირთების და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებასთან საქართველოს ტრანზიტულ კორიდორში. სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს საერთაშორისო ნორმებისა და კარგი საზღვაო პრაქტიკის დანერგვას საქართველოს საზღვაო სივრცეში. შესაბამისად, მსგავს შემოწმებებს რეგულარული ხასიათი აქვს“, - აცხადებენ სააგენტოში.