წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთი ჩამოიშალა

წყნეთი-ბეთანიის გზის სავალი ნაწილის მონაკვეთი გამთენიისას ჩამოიშალა. როგორც ვაკის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ძაგნიძემ განაცხადა, ჩამოშლილია დაახლოებით 5-10 კუბური მეტრის მოცულობა. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებიან გამგეობის თანამშრომლები, გამგებლის მოადგილე და ვაკის გამგებელსაც ელოდებიან.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. შემთხვევის ადგილზე ასევე ელოდებიან გეოლოგებსაც.