მოთხოვნები, რომლებიც ტაქსებმა მომავალი წლიდან უნდა დააკმაყოფილონ

მომავალი წლიდან თბილისში ტაქსის სექტორში დასაქმებულებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. თბილისის მერია ამჟამად ტაქსის სფეროს რეგულირების საკითხზე მუშაობს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, შესაძლოა ამ სექტორში დასაქმებულები ლიცენზირებას დაექვემდებარონ. რეგულირების ფარგლებში, ტაქსებზე ორი ძირითადი მოთხოვნა გავრცელდება - ავტომობილის ტექნიკური გამართულობა და მძღოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მერიაში განმარტავენ, რომ რეგულაციების დაწესების აუცილებლობა სფეროში არსებულმა მოუწესრიგებელმა ვითარებამ განაპირობა. შემუშავებული რეგულაციები 4 ეტაპად დაიყოფა და მათი პირველი ნაწილი ტაქსებზე მომავალი წლის მეორე ნახევრიდან გავრცელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე