გორში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ბიაიჯის” ფილიალი გაიხსნა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მე-10 ფილიალი გახსნა გორში. გორის ფილიალი მოემსახურება მცირე და საშუალო მეწარმეებს და შესთავაზებს მათ ბიზნესის დაკრედიტებას სხვადასხვა პროდუქტების მეშვეობით, როგორიც არის: ბიზნეს სესხი, აგრო სესხი და სწრაფი სესხი. გარდა ბიზნესის დაფინანსებისა, გორის ფილაილი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიებზე, მომსახურების სფეროს კომპანიებზე და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე.

ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „გორის ფილიალის გახსნა ჩვენი რეგიონული პოლიტიკის ნაწილია. ახალი ფილიალის გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონში წვრილი ფერმერული მეურნეობებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც თავის მხრივ მეწარმეობის განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის საფუძველია. ეს რეგიონი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია და პოტენციური კლიენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ვგეგმავთ განვახორციელოთ სხვადასხვა სოციალური პროექტები როგორიცაა: სპეციალური ტრენინგები აგრობიზნესის შესახებ მოწვეული აგრონომის მეშვეობით და სტარტაპების დაარსების ხელშეწყობის პროგრამა“.

გორის ფილიალი განთავსდა შემდეგ მისამართზე: ცხინვალის გზატკეცილი N 4ა.

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 180-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხესა და გორში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 10 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიებზე, მომსახურების სფეროს კომპანიებზე და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად, მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

(R)