თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „ფიატის“ მარკის ავტომობილები შეემატა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „ფიატის“ მარკის ექვსი უახლესი მოდელის ავტომობილი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.