რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო

რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე დაიწყო. ბილეთების ფასი 20 ლარიდან 130 ლარამდეა. 20 ლარი ღირს დასაჯდომი ადგილები, ფეხზე დგომის მსურველებისთვის ბილეთის ღირებულება კი 30 ლარი, ხოლო სცენასთან ფეხზე დგომის მსურველებისთვის 90 ლარია. 130 ლარი ღირს VIP ადგილები.

რობი უილიამსის კონცერტი, პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, 27 მაისს, თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება. რობი უილიამსი ერთ-ერთი იქნება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ. რობი უილიამსის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.

ინგლისელი მომღერალი საქართველოში პირველად იმღერებს.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე