ჟან-მარი ლე პენი 30 000 ევროთი დააჯარიმეს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ყოფილი ლიდერი, ჟან-მარი ლე პენი 30 000 ევროთი დააჯარიმეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის მიზეზი გახდა მისი განცხადება, რომ ნაცისტების გაზის კამერები მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დეტალი იყო. ხოლო კითხვაზე - „მილიონობით დაღუპულს“ შეიძლება თუ არა ეწოდოს „დეტალი“, მან აღნიშნა: „ეს არ არის მილიონობით დაღუპული. ეს არის გაზის კამერები. მე ვსაუბრობ კონკრეტულ რაღაცაზე. მე არ ვსაუბრობ დაღუპულთა რაოდენობაზე. მე ვისაუბრე სისტემაზე, იმაზე, რომ ეს იყო ომის ისტორიის დეტალი“.

მსგავსი განცხადების გამო ჟან-მარი ლე პენი 2012 წელსაც გაასამართლეს, მაშინ მან თქვა, რომ ნაცისტური ოკუპაცია „განსაკურებით არაჰუმანური არ ყოფილა“.

საფრანგეთში „ჰოლოკოსტის“ ტრაგედიის უარყოფის წინააღმდეგ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს. „ეროვნული ფრონტის“ ყოფილმა ლიდერმა 2014 წელს „ჰოლოკოსტზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ებოლას ვირუსს შეუძლია ევროპის „იმიგრაციის პრობლემის“ მოგვარება. მსგავსი მოსაზრებების გამო, ჟან-მარი ლე პენი გასულ წელს მისმა შვილმა მარინ ლე პენმა პარტიიდან გარიცხა.