რუსეთმა საქართველოში უკრაინული საკონდიტრო ნაწარმი არ გამოატარა

რუსეთმა საქართველოში უკრაინული საკონდიტრო ნაწარმი არ გაატარა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ ასოციაცია "უკრკონდპრომის" პრეზიდენტმა ალექსანდრ ბალდინუკმა განუცხადა.

„ამ დღეებში რუსულმა საბაჟომ ლარსის საბაჟო პუნქტზე ყველა ჩვენი ტვირთი გააჩერა და საქართველოში ჩვენი პროდუქციის მიწოდება დაბლოკა“, - განაცხადა ბალდინუკმა.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ განმარტა, რომ უკრაინული საკონდიტრო პროდუქციის ტრანზიტი აიკრძალა სანიტარული ემბარგოს გამო.

ბალდინუკის მოსაზრებით, უკრაინამ ალტერნატიული ტრანზიტი უნდა შეიმუშავოს, რომელიც შავი ზღვის გავლით გავა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე