პროექტ check-in georgia-სთვის 29 მილიონი ლარი გამოიყოფა

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან check-in georgia-სთვის დაახლოებით, 29 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ამ პროექტში ბიუჯეტის წვლილი შემცირდეს. გიორგაძის თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.