ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერატორმა გივი ჭიჭინაძემ, ლატვიის ქალაქ იელგავას მუნიციპალიტეტის მერმა ანდრიას რავინსმა, ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ელიტა გაველემ.

ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები, ლატვიის მხრიდან ოფიციალური დელეგაცია წარმოდგენილი იყო 29 პერსონით.

ფორუმზე რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების პრეზენტაციების ბლოკში წარმოდგენილი იყო ქუთაისის, ჯელგავას და ჯეკაბლის მუნიციპალიტეტების, ასევე იმერეთისა და ზემგალის რეგიონების ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის თაობაზე ბიზნეს წინადადებები.

გაიმართა ბიზნეს სესია, სადაც თემატური მიმართულებები იყო: საზოგადოებრივი ეკოლოგიური ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება ლატვიაში, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ლატვიაში, სოფლის მეურნეობის რჩევები ლატვიიდან.