სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლა 12 აპრილიდან იწყება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის გაზაფხულის ნაკადის რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლის საშუალება 21 აპრილამდე ექნებათ.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი. ასევე, თუ ის სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას საჯარო სამსახურში გაივლიან.

ქრისტინე გამთენაძე