რატომ დააარსეს მწარმოებელთა ფედერაცია ქართულმა კომპანიებმა?

ქართული კომპანიები მთავრობისგან მეტ ყურადღებას და ხელშეწყობას ითხოვენ. ადგილობრივმა მწარმოებლებმა ხელისუფლებასთან საკომუნიკაციოდ და მთავრობისთვის საკუთარი პრობლემების ერთობლივად მისატანად მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, თითქმის ყველა დარგის ძირითადი პრობლემა არასამართლიანი იმპორტი და არაკონკურენტული პირობებია. ამ ფონზე კი ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად შემუშავებული კანონპროექტების მიღება ჭიანურდება. ფედერაცია ამ ეტაპზე 50-მდე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე კაბელების, ფოლადისა და ცემენტის მწარმოებელი კომპანიები.

იხილეთ PALITRANEWS-ზე