Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველო! ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში 7 ივნისს. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.