შვედეთს საკუთარი ტელეფონის ნომერი აქვს

შვედეთში დარეკვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ შვედეთთან დაკავშირება სულ სხვა საქმეა.

ამიერიდან, ამის გაკეთება ზედმეტი პრობლემის გარეშე გახდება შესაძლებელი.

შვედეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც საკუთარი ტელეფონის ნომერი აქვს. +46 771 793 336-ზე დარეკვით თქვენ საშუალება მოგეცემათ გაესაუბროთ შემთხვევით შერჩეულ შვედეთის რომელიმე მოქალაქეს და გაესაუბროთ მას ნებისმიერ თემაზე.

იდეის ინიციატორი შვედეთის ტურიზმის სამინისტრო გახდა. ტელეფონის ჩართვის თარიღად შვედეთში ცენზურის აკრძალვის დღე დასახელდა.

იხილეთ ვიდეო