დედოფლის Bentley იყიდება

გაერთიანებულის სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის კუთვნილი ავტომობილი გასაყიდად გამოიტანეს.

ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დღეგრძელი მონარქის ავტოფარეხი რამდენიმე ცნობილ ავტომობილს ითვლის, მათ შორის არის Land Rover 4x4, რამდენიმე Jaguar, Rover P5 და ავტომობილი, რომელიც ახლა იყიდება. Bentley Mulsanne-ს დედოფალი 2012 წლიდან ფლობს და როგორც ცნობილია, მისით 2014 წლიდან არ სარგებლობს.

ავტომობილის გამყიდველი კომპანიის Bramley Motor Cars-ის ინფორმაციით, ამ ოთხი წლის განმავლობაში ავტომობილმა მხოლოდ 9,376 კმ გაიარა და ის პრაქტიკულად ახალივითაა. ასევე თვალშისაცემია მისი დაბალი ღირებულება - დედოფლის „ნაქონი“ ავტომობილი მხოლოდ 285,335 დოლარად იყიდება, ამ ფასად კი 2016 წლის Mercedes-AMG S 65 Cabriolet-ის შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომობილი აღჭურვილია 6,5 ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 296 კმ/სთ-ს ავითარებს. ეს კი ნამდვილად არ არის ცოტა თითქმის სამტონიანი ავტომობილისთვის.

ცნობისათვის, დედოფალმა ამ ავტომობილით რამდენიმე ვიზიტი განახორციელა, მათ შორის იყო ვიზიტი მისი „ბრილიანტის იუბილესადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, შეხვედრა ახალ მინისტრთა კაბინეტთან და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან დევიდ ქემერონთან.

კოკა კვირკველია