პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოიყო

9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულების დასახმარებლად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 54 300 ლარი გამოიყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თანხა პრეზიდენტის ინიციატივით გამოიყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაღუპულთა ოჯახებს და თითოეულ დაზარალებულს მოხმარდება.