გერმანიაში მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს

გერმანიაში პირველი მფრინავი ავტომობილის Volocopter-ის სატესტო გაშვება განხორციელდა. მანქანა რამდენიმე მეტრით მაღლა აფრინდა და მცირე მანძილი 25 კმ/სთ სიჩქარით დაფარა. ამის შესახებ New Scientist-ი წერს.

მფრინავ ავტომობილს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მდებარე კომპანია E-Volo უშვებს. სატრანსპორტო საშუალება 18 მზიდი ხრახნითაა აღჭურვილი. Volocopter-ი ე.წ ჯოისტიკის საშუალებით იმართება.

შემდეგში ინჟინრები გეგმავენ აპარატის ფრენა უფრო დიდ მანძილზე და სიმაღლეზე 100 კმ/სთ სიჩქარეზე გამოსცადონ. Volocopter-ის შემქმნელების თქმით, მათი მანქანა მომავლის ქალაქის ეკოლოგიურ და უსაფრთხო მფრინავ ავტომობილს წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო