NDI - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი წინა - აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილია. მაშინ ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60 %-სთვის იყო.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69 % უჭერს, 19 % კი წინააღმდეგია.

”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო ”რუმსში” ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.