აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კურორტ აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ სახლებსა და ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, დეტალური ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

,,მაისში გამოცხადდება კურორტ აბასთუმანთან დაკავშირებული პროექტის ტენდერი. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება სხვა მნიშვნელოვანი დეტალები და ის, თუ როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა თანხა იქნება ამისთვის საჭირო”, - აღნიშნეს სამინისტროში.

განახლებული ინფრასტრუქტურის მქონე ობსერვატორიაში დასვენებას ტურისტები ახლო მომავალში შეძლებენ.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე