NUMBEO - თბილისში მოგზაურობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია

მოგზაურობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, თბილისში მოგზაურობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია.

სააგენტო "ნუმბეოს" მიერ შედგენილი მოგზაურობის ინდექსის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო დონის მოგზაურის ინდექსი 78.18, ხოლო საშუალოზე მაღალის კი 53.53-ია.

ხოლო ერთი დღის გატარება თბილისში საშუალო მოგზაურს 67 დოლარი უჯდება, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 178 დოლარი.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების ფასი: იაფიანი სასტუმროების, ე.წ. ჰოსტელების ღირებულების ინდექსი 137.50-ია, ხოლო 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში 97.22.

სასტუმროების ფასის ინდექსით თბილისი 700-ზე მეტ ქალაქს შორის, რუკაზე წითლად არის აღნიშნული, რაც საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.

ინდექსის შედგენისას, სააგენტომ ოთხი კომპონენტი გამოიყენა, მათ შორის 1-2 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები, 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები, საშუალო დონის მოგზაურის ერთი დღის ხარჯები შესაბამის ქალაქში და საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურის ერთი დღის ხარჯები.

ინდექსის მიხედვით, ერევანში საშუალო მოგზაურს ერთი დღის გატარება 34,32 დოლარი, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 96,30 დოლარი უჯდება, ბაქოში - საშუალო მოგზაურს - 30,83 დოლარი და საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს - 98,80 დოლარი, სტამბოლში - 37,73 დოლარი/107,95 დოლარი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე