რას უკავშირებს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი გაყიდვების მკვეთრ შემცირებას?

"დღეში ვყიდდი 35 ცალს, ახლა თვეში თუ 30 გავყიდე, კარგი შედეგია"

მსხვილი ბიზნესი ეკონომიკურ სტაგნაციასა და მთავრობის მხრიდან უმოქმედობაზე ალაპარაკდა. როგორც "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა, გასულ წლებთან შედარებით, ავტომობილების გაყიდვები მკვეთრადაა შემცირებული. გურჩიანი მანქანების რეალიზაციის შემცირებას ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებლის თქმით, მთავრობა დღეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს არ ახორციელებს.