ფინანსური მახე და გამოუვალი მდგომარეობა

სადგურის მოედანთან მდებარე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივიან.

ისინი დეტალური ახსნის გარეშე აღებული სესხების ბოლომდე გასტუმრებას დროის სიმცირისა და მაღალი პროცენტების გამო ვერ ახერხებენ, რაც მათ რთულ სიტუაციაში აყენებთ. ამას თითოეული მათგანისთვის სესხის აღებისთვის თავდების მოთხოვნაც ემატება, რომელთა ქონებაც ყადაღდება, რადგან მსესხებელსაც და თავდებსაც გაოთხმაგებული ან გაათმაგებული დარიცხული პროცენტების დაფარვა უჭირთ. შედეგად ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, ხოლო გადასახადი და პროცენტები ყოველდღიურ მატებას განაგრძობს.