კონკურენციის სააგენტოს მიერ "სოკარისთვის" დაწესებული ჯარიმა სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა კომპანია „სოკარის“ სარჩელი და კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებული ჯარიმა ძალაში დატოვა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ დაეკისრა 14 381 385 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისათვის.

გასული წლის ივლისში კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის შედეგად "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

შედეგად კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ყველაზე დიდი ჯარიმა - 14 381 385  მილიონი ლარის ოდენობით კომპანია „სოკარს“ დაეკისრა. ჯარიმები ასევე დაეკისრათ „რომპეტროლს“, „გალფს“, „ვისოლს“, „ლუკოილს“ , შპს „იოლს“, შპს „ბინულსა“ და შპს „ი თი აის“ .