ევროკავშირმა 83 ირანელის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ 83 ირანელი პირისა და ერთი კომპანიის მიმართ არსებული სანქციები 2017 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივა.

როგორც euronews.ge წერს, ევროკავშირის საბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, გაერო-ს ირანის ადამიანის უფლებათა სპეციალური მომხსენებლის, აჰმედ შაჰიდის 10 მარტს წარდგენილი მოხსენების საფუძველზე მიიღო. მოხსენება ირანს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს.

სანქციები 2011 წლიდან მოქმედებს. ის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში მგზავრობის აკრძალვას ითვალისწინებს.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/4685