ხართ თუ არა მზად ეროვნული გამოცდებისთვის?

ახლა სწორედ ის დროა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტი ძალისხმევას არ იშურებს და ცდილობს გამოცდებისთვის მაქსიმალურად მიიღოს საჭირო ინფორმაცია, მაინც ჩნდება სურვილი, რომ გამოცდაზე გასვლამდე გამოვცადოთ საკუთარი თავი. ზოგადი უნარების ონლაინ პლატფორმა – „ნებულა“, რთული ანალიტიკური ალგორითმის გამოყენებით აანალიზებს, რამდენად მზად არის აბიტურიენტი გამოცდისთვის. „ნებულას“ მიზანია მასალა ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა და სოციალური მდგომარეობისა. მიზეზთა გამო, საქართველოში ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პირობები მკვეთრად განსხვავდება რეგიონებსა და დედაქალაქში. ეს პლატფორმა შესაძლებელს გახდის ასევე აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, რომელიც თან ახლავს არათანაბარ სოციალურ პირობებში გამოცდებისთვის მომზადებას.

Nebula.ge-ში ვიდეოგაკვეთილების სახით თავმოყრილია ყველაფერი, რისი ცოდნაც საჭიროა ზოგადი უნარების ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. მასალა ახსნილია ამომწურავად და ძალიან გასაგებად. ვიდეო გაკვეთილების გარდა, ინოვაციური პლატფორმა მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და სიმულაციურ გამოცდასაც კი.

აბიტურიენტების მეტი სტიმულირებისთვის, 10 000 ლარით დაჯილდოვდება ნებულაზე რეგისტრირებული აბიტურიენტი, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს ზოგადი უნარების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე.

ნებულა არის გონიერი პლატფორმა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ურჩევს უმოკლეს გზას უმაღლეს ქულამდე.