ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში მცხოვრებლები, საცხოვრებელ კორპუსთან მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მშენებლობის შემდეგ ეზოს ფართი დაიკარგება. ასევე, გაუქმდება ხედი ფანჯრებიდან, ვინაიდან მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე მეტრის დაშორებით მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, კორპუსის მცხოვრებლები მშენებლობის ხელის შეშლის მიზნით ადგილზე 24 საათიან მორიგეობას გეგმავენ. დღეს მათ გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და ქუთაისის მერიას მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს.