"აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდამჭერია"

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს და გვინდა, რომ მომდევნო 25 წელიწადში უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდეს , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისა და ბიზნესის სახითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგიმ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტონგიმ აღნიშნა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მათზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, დეტალურად განიხილეს ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის თემები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკური და დემოკრატიული ურთიერთობების განვითარებას. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია.

„ჩვენ ვართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდამჭერები და გვინდა ვიხილოთ, რომ ის მომავალში უფრო აქტიური იყოს. საქართველოს უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ძალზე კარგი მაჩვენებლები აქვს ეკონომიკის განვითარების და გვინდა, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდეს. ჩვენ ასევე გვსურს, რომ კიდევ უფრო გამყარდეს საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები“, - განაცხადა ტონგიმ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არსებული გარემო და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები. ტონგის თქმით, მნიშვნელოვანი საუბარი იყო ასევე ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.