დოლარის შესუსტების გამო, ნავთობის ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა წლის დასაწყისიდან უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და 43 დოლარს გადააჭარბა.

"როიტერის" ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, "ბრენტის" მარკის ნავთობი 34 ცენტით გაძვირდა და ბარელზე 43,17 დოლარი შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, "შავი ოქროს" ღირებულების ზრდა დოლარის შესუსტებამ და ჩინეთში მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. "როიტერის" ცნობით,  ბოლო 8 თვის განამვლობაში დოლარმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

გარდა ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ ოპეკ-ის ქვეყნები ბაზრის გადაჭარბების პრობლემის მოგვარებაზე შეთანხმდებიან.

ოპეკ-ის ქვეყნები შეხვედრას კვირას, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართავენ და იმსჯელებენ ნავთობის მოპოვების მოცულობის გაყინვაზე.