ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2727 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5954 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5956 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.