იანვარ-მარტში აღსრულების 1 921 საქმე გარიგებით დასრულდა

2016 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით მხარეებს შორის აღსრულების 1 921 საქმე გარიგებით დასრულდა. ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს.

”2016 წლის I კვარტლის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 1 921 ერთეული შემთხვევა შეადგინა”, - განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 65 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, საქმე მორიგებით დასრულდა.

”ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 93

შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 362 მოქალაქეს; საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 4 157 საქმე” აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.