ამსტერდამის აეროპორტი მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ამსტერდამის „შიპოლის“ აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. ევროპული მედიის ცნობით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ ავიარეისები შეუფერხებლად ხორციელდება.

გუშინ ღამით პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საეჭვო პირი გადაადგილდებოდა, რომელსაც, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. მოგვიანებით დააკავეს ერთი ადამიანი, რომელსაც პოლიციის თქმით, ბომბი არ აღმოაჩნდა.

„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ აეროპორტში იმყოფებოდა საეჭვო ადამიანი. ის დაკავებულია“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა. თვითმხილველების თქმით, პანიკა არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის თითქმის ყველა დიდ აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია მას შემდეგ, რაც 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი მოხდა.