ბრიუსელის აეროპორტის მუშაობა თანამშრომლების პროტესტის გამო შეფერხდა

ბრიუსელის აეროპორტის მუშაობა საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის თანამშრომლების პროტესტის გამო შეფერხდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გაფიცვის გამო გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში არცერთი რეისი არ შესრულებულა. ბელგიის საჰაერო კონტროლის სამსახურს კომპანია „ბელგოკონტროლი“ მართავს.

გავრცელებული ცნობით, თანამშრომლები საპენსიო ასაკის გაზრდის მცდელობას და კონტრაქტის პირობებს აპროტესტებენ. კომპანია პრობლემის გადაჭრას პროფკავშირებთან ერთად აპირებს.