სფეროები, რომლითაც საქართველოში უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში მასშტაბური და გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიბერალური საინვესტიციო გარემო, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა - ეს ის მიზეზებია, რის გამოც საქართველო, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2015 წელს მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რამდენიმე დარგი ლიდერობს. მათ შორის პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, (44%) მას მოსდევს საფინანსო სექტორი (14%) უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხუთეულში შედის მშენებლობა, მრეწველობა და ენერგეტიკაც.

გასულ წელს ინვესტიციების მოცულობის ყველაზე დიდი ნაწილი აზერბაიჯანდან შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და თურქეთი.

როგორც "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტი, ბესო ნამჩავიძე ALLNEWS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში ბოლო ორი წელია ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში შემოდის. თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დარგის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია.

განაგრძეთ კითხვა

ქრისტინე გამთენაძე