გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად - ჯანდაცვის, ხოლო უარყოფითად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებს

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობას აფასებს. ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 13% აფასებს, 35%- კარგად, 34%- საშუალოდ, 8%-ცუდად, 1%-ძალიან ცუდად;

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 3% აფასებს ძალიან კარგად, 24% - კარგად, 41% - საშუალოდ, ცუდად -16%, ძალიან ცუდად-3%;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას ძალიან კარგად 1% აფასებს, 13%-კარგად, 39%-საშუალოდ, 7%- ცუდად, 1%-ძალიან ცუდად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 21%- კარგად, 42%-საშუალოდ, 15%-ცუდად, 4%-ძალიან ცუდად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% - კარგად, 41%- საშუალოდ, 10%-ცუდად, 1%-ძალიან ცუდად;

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 13%-კარგად, 39%- საშუალოდ, 16%-ცუდად, 3%-ძალიან ცუდად.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 11% - კარგად, 36%- საშუალოდ, 15%- ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 15%- კარგად, 41%-საშუალოდ, 19%- ცუდად, 3%-ძალიან ცუდად.

თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 16%-კარგად, 41%-საშუალოდ, 22%- ცუდად, 5%- ძალიან ცუდად, 3%-ძალიან ცუდად.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქამიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12%- კარგად, 40%- საშუალოდ, 19%- ცუდად, 4%-ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად აფასებს ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობას, 17%- კარგად, 39%- საშუალოდ, 28% - ცუდად, 7%- ძალიან ცუდად.

ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 7%- კარგად, 35%- საშუალოდ, 21%-  ცუდად, 3%- ძალიან ცუდად.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს. უწყების საქმიანობას დადებითად 0 პროცენტი აფასებს, 5% - კარგად, 28%-საშუალოდ, 41%- ცუდად, 13%-ძალიან ცუდად.