რამდენით დაჯარიმდება თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის?

მომავალი წლიდან თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები მონიტორინგს დაექვემდებარება. 1-ლი იანვრიდან დეკლარაციებში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეს საჯარო სამსახურის ბიურო გადაამოწმებს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი თანამდებობის პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, საჯარო მოხელეებს მათ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების ვალდებულება დაეკისრებათ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში", რომლის კვლევებში ქონებრივი დეკლარაციების არასრულად შევსების არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, მიიჩნევენ, რომ მონიტორინგის სისტემა მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმი იქნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე